17 აგვისტო მურმან ლებანიძის გარდაცვალების დღეა

17 აგვისტო პოეტ მურმან ლებანიძის გარდაცვალების დღეა.
ირანისტი, პოეტი ნომადი ბართაია მას საკუთარი ლექსით იხსენებს.

ნომადი ბართაია

მურმან ლებანიძეს

მე ის წუთებიც მინახავს,
და მე იმ წუთებს ვლოცავ,
პოეტი თავის ნათესავს
გულშემატკივრობს როცა.

პოეტი ბალახის ღერით
მემახსოვრება დიდხანს,
სასოფლო-სამეურნეო
ინსტიტუტის წინ იდგა.

იქ ყველამ იცნო პოეტი
და ყველას მისი შურდა,
ვისი ამბავიც ამ ზომით
პოეტს მიჰქონდა გულთან.

ხალხი განმცდელი საოცრად
თავის სისხლის და ჯიშის,
პატარა აკაციების
ვერ ეტეოდა ჩრდილში…

მე ის წუთებიც მინახავს,
და მე იმ წუთებს ვლოცავ,
პოეტი თავის ნათესავს
გულშემატკივრობს როცა.

ნომადი ბართაია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები