თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მარმარილოში გამოკვეთილი გერბი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კომპანია „კამარას“ ხელმძღვანელებმა – დავით მაჭავარიანმა და ნანა ხოჭოლავამ მარმარილოში გამოკვეთილი გერბი გადასცეს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, საჩუქარი, რომელიც პირველი კორპუსის ფოიეშია განთავსებული, კურსდამთავრებულებმა თსუ-ს 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს.
უნივერსიტეტის გერბის ესკიზი 1918 წლის 5 თებერვალს დაამტკიცა პროფესორთა საბჭომ, რომლის ავტორი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძეა.
გერბის ემბლემა გამოსახულია უნივერსიტეტის ბეჭედზე, გამოცემებზე, უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე: დიპლომებსა და ბლანკებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები