ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ქართველ პარტნიორებთან ერთად განაცხადების მიღებას იწყებს

ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, კინოცენტრი „ქართული ფილმი –
აფხაზეთი” და საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“, საქართველოს ფრანგული
ინსტიტუტის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის თანადგომით, აცხადებს
საპროექტო განაცხადების მიღებას ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების მე-6
ტრენინგზე.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 14 სექტემბერი.
კონკურსის შედეგად ანესის ფესტივალის ექსპერტების მიერ შეირჩევა 6 ანიმაციური ფილმის
პროექტი.

თბილისში ჩამოვა ანესის ფესტივალის მიერ შერჩეული პროდიუსერი, რომელიც 2020 წლის
28 სექტემბრიდან – 2 ოქტომბრის ჩათვლით, შერჩეულ 6 პროექტის ავტორს, 5-დღიან ტრენინგს
ჩაუტარებს (სამუშაო ენა ინგლისური).

ტრენინგების შედეგად, ანესის ფეტსივალის ექსპერტების მიერ გამოვლინდება 1 პროექტი,
რომელიც 2021 წლის ივნისში ანესის ფესტივალის ბაზრობაზე წარდგება.

ქართველ მონაწილის მგზავრობის ხარჯებს  ეროვნული კინოცენტრი დაფარავს, ხოლო ანესის
ფესტივალი აკრედიტაციით უზრუნველყოფს მას.

წელს 2 სიახლეა:

ქართველი ანიმატორების გარდა წელს კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ანიმატორები
სომხეთიდან. სომხეთიდან გამარჯვებული მონაწილის მგზავრობის ხარჯების
დაფინანსებაში ერევნის ანიმაციური ფილმების ფესტივალი ReAnimania დაეხმარება.
ფრანგულ ორგანიზაციას NEF (nouvelles écritures pour le film d' animation) აქვს რეზიდენციის
პროგრამა ანიმატორებისათვის – Fontevraud residency (ძველ ფრანგულ სასახლეში, ერთი თვე
პროექტის განვითარება ცნობილი ექსპერტების ხელმძღვანელობით), რომლითაც
დაჯილდოვდება ტრენინგში გამარჯვებული პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები