თამარ ბაჩალიაშვილის დედა: 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თამარის საქმე სამსახურთან კავშირში არ არის

“ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება და მისი ფსიქოლოგიური ტიპი. მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში”,- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

თამაზაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე სამსახურთან კავშირში არ არის.

„100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მის სამსახურთან კავშირში. სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება და მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები