საქართველოს მასშტაბით, 140-მდე განთავსების ობიექტში კარანტინს 7 326 ადამიანი გადის
საქართველოში ამ დროისათვის 136 განთავსების ობიექტში საკარანტინო ზონები მოქმედებს, სადაც კარანტინს 7326 ადამიანი გადის. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები უწევენ მონიტორინგს.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კარანტინში მყოფთა კვების რეჟიმს, მიწოდებული სურსათის უვნებლობას, ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვას.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.