“ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კორონა გრძელდება”
ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია ისეთი, როგორიც ქვეყნების უმრავლესობას ჰქონდა. ამიტომ ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ კორონა გრძელდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„როგორც ვხედავთ გეოგრაფიულად, თბილისის, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა, წესი: ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, თუ ღია სივრცეში არ შეგვიძლია დისტანციის დაცვა, იქაც გამოვიყენოთ ნიღაბი. კორონა ასე თითოოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, ინფიცირების შემთხვევები იქნება ბევრი“, – განაცხადა იმნაძემ.