ნათია ჩიქოვანი: კანონის გამოყენებით და ყველანაირი ფიზიკური, ვერბალური თუ სხვა სახის ძალადობის გარეშე, შევძელი საკუთარი თავის მოძალადისგან დაცვა

“მე, დღეს, დამოუკიდებლად, კანონის გამოყენებით და ყველანაირი ფიზიკური, ვერბალური თუ სხვა სახის ძალადობის გარეშე, შევძელი საკუთარი თავის მოძალადისგან დაცვა” – ამის შესახებ მარკეტერი და მოდელი ნათია ჩიქოვანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და ომბუდსმენის აპარატსა და კრიმინალურ პოლიციის გაგარინის განყოფილებას სწრაფი და სწორი რეაგირებსთვის მადლობას უხდის.

ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა, რომელიც გენდერული ნიშნით გამოიცა (გარდა შანტაჟისა და დაშინებისა, ეს პიროვნება ჩემგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ იგი ვინმე მამრობით სქესთან გამესაუბრებინა, უარის მიღებისას მეძახდა “უპატრონოს” და თვლიდა, რომ რადგან ქალი ვარ ვერაფერს გამაგებინებდა). შესაბამისად, ამ ადამიანს ჩემზე ფსიქოლოგიური და გენდერული ნიშნით ძალადობისთვის აეკრძალა ჩემთან ყველანაირი სახის კონტაქტი.

მადლობას ვუხდი Ombudsman -ის გენდერის დეპარტამენტს დახმარებისთვის, ასევე კრიმინალური პოლიციის გაგარინის განყოფილების უფროსსა და თანამშრომელ თამუნა ტეტუნაშვილს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს საქმე.

მე, დღეს, დამოუკიდებლად, კანონის გამოყენებით და ყველანაირი ფიზიკური, ვერბალური თუ სხვა სახის ძალადობის გარეშე, შევძელი საკუთარი თავის მოძალადისგან დაცვა.

ყველა ადამიანს ვუსურვებ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას, ამისთვის კი არასდროს დაიშუროთ ძალისხმევა”, – წერს ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნათია ჩიქოვანმა, რომელიც ცხოველების უფლებების აქტიური დამცველია და უკვე დიდი ხანია კატებს ახალ პატრონებს ურჩევს, ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი კნუტის ახალი პატრონის მხრიდან მისი მისამართით განხორციელებულ ფსიქო-ემოციურ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები