„მოდი მუსიკოსთა პარკში“ – საღამო შეკვეთილში

15 აგვისტოს, 18:00 საათზე, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკი მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო ინტეგრირებული იქნება და მოიცავს სიმღერებს, შოუს, თეატრალურ წარმოდგენებს, მხატვრობას…

მონაწილეები და პროგრამა:

• გელა გნოლიძე და ღამის შოუს ბენდი;

• 15 ლეგენდარული „ქართული ხმების“ ძველი თაობა მუსიკოსთა პარკის სტუმრებისთვის ყველასათვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებს.
• ზალიკო სულაკაური და კემო პარკის სტუმრებს საჩუქარს გაუკეთებენ და მათთვის სახალისო კარიკატურებს დახატავენ;
• ქუჩის თეატრის წარმოდგენა;
• ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ წარმოადგენს სპეციალურ პერფორმანს;
• ილუზიონისტი პარკის პატარა სტუმრებს ჯადოსნურ წარმოდგენას შესთავაზებს;
• გიგანტური საპნის ბუშტების შოუ;
• მუსიკალური შადრევნის შოუ;
• სათავგადასავლო თამაში „განძზე მონადირენი“, გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდებიან „ისი პარის“ საჩუქრებით;
„გიფერის’ აპარატის დახმარებით სახალისო სურათების და გიფების გადაღებას შეძლებთ, რომელიც თქვენს მახსოვრობას ამ დღის ემოციებს უკეთ შემოუნახავს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

• მუსიკოსები შაკო იაშვილი და სანდრო ჭანტურია პროექტით Pleasure Hunters დაუკრავენ დიჯეი სეტს, რომელსაც ვიზუალურ აკომპანიმირებას სანდრო რუსაძე და ირაკლი ჭანტურია გაუწევენ. ისინი მუსიკოსთა პარკის შადრევნის დახმარებით ვიზუალურ ინსტალაციებს შექმნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები