ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური წიგნები და პერიოდიკა გადაეცა 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური ქართული ძველნაბეჭდი გამოცემები, მათ შორის,  ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემა, ასევე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ჟურნალები – გადაეცა.
უნიკალური გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ გადასცა, რომელსაც,, თავის მხრივ, ეს უიშვიათესი ბიბლიოგრაფია კერძო პირმა საკუთარი კოლექციიდან ჩააბარა.
უნიკალურ გამოცემებს უახლოეს მომავალში ჩაუტარდება რესტავრაცია და ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაიდებს ბინას.
ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადმოცემა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის, სიმონ ნოზაძის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, რისთვისაც ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის მას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები