“ლევან ვასაძე ამბობს, რომ ერის მამაა, ეს ილია ჭავჭავაძეს არ უთქვამს”

“ლევან ვასაძე ამბობს, რომ ერის მამაა, ეს ილია ჭავჭავაძეს არ უთქვამს”,  – POSTV-ის გადაცემა „სამნი და Co” ბიზნესმენ ლევან ვასაძის ვიდეომიმართვის იმ ნაწილს ეხმიანება, სადაც იგი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ბავშვების მშობლებისთვის წართმევა ლიბერალური, ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიების განუყოფელი ნაწილია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშობლებს ბავშვები წაართვა სოცმუსშაკების გადაწყვეტილებით.

გადაცემის წამყვანები მიიჩნევენ, რომ ლიბერალური, ფაშისტური და კომუნისტური – ეს სამი სიტყვა ერთმანეთთან შინაარსობრივად არაფერ შუაშია. ისინი ლევან ვასაძეს ლექსების წერას ურჩევენ.
გადაცემის წამყვანები ყურადღებას ამახვილებენ ვიდეომიმართვის იმ ნაწილზეც, სადაც ვასაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ ივანიშვილი მას შინ სტუმრობდა და ამის შესახებ იმიტომ განაცხადა, რომ ინფორმაცია მანამდე ივანიშვილის მეხოტბე გაზეთმა დაწერა, რითაც კონფიდენციალურობა დაირღვა.

როგორც წამყვანები ამბობენ, ლევან ვასაძე ამ ისტორიას ერთი წელია, ყოველგვარი კონტექსტის გარეშე ყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები