ნახეთ, რა ვიდეოკადრები ვრცელდება სვანეთიდან – როგორ აცილებს პოლიცია სვანეთში მყოფ მოქალაქეებს
სოციალურ ქსელში სვანეთში არსებულ მდგომარეობაზე ვიდეოკადრები ვრცელდება.
ფბ-გვერდზე მომხმარებელი ეკა ოსაძე წერს, რომ “მესტიიდან მარშუტკების კოლონით დამღლელი მგზავრობის შემდეგ სოფელ ხაიშთან შევჩერდით. ჩვენ ძირითადად სვანეთში უმანქანოდ ჩასული სტუმრები ვიყავით, გოგოები მცირეწლოვანი ბავშვებით. სანამ სავალდებულო პროცედურებს გვიტარებდნენ ექიმები – სიცხეს გვიზომავდნენ და მონაცემებს ავსებდნენ, პოლიციამ ჩვენი ნივთები, ასე უსიტყვოდ გადაიტანა და დააბინავა ავტობუსებში.
ვერ მოვასწარი გადამეღო, ერთმა ახალგაზრდა პატრულმა ერთწლამდე ბავშვი ისეთი სახით გამოაცილა, სახე რა პირბადიდან რაც ჩანდა.
უფროსებს დაგვაბარა “ჩემი ქუთეიუსური ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ და კორონა ვერაფერს გახდებაო
წყალტუბოსკენ მიმავალი ავტობუსიდან ვწერ ამ სტატუსს…
რაც წამოვედით სულ ვფიქრობ, მათაც ჰყავთ ალბათ შვილები, ცოლები, დედები, ოჯახები – რომლებიც შორს ჰყავთ და ვინ იცის როგორ ენატრებათ… @ საქართველოს პოლიცია”, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.