თბილისში ჭიათურა-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, სანაპიროზე ჭიათურა-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.