გოჩა ენუქიძე: რაჭაში ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა მომავალი წლის გაზაფხულამდე გასტანს

რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.

დეპუტატის ინფორმაციით, ვინაიდან სტიქიას საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა მომავალი წლის გაზაფხულამდე გასტანს.

ამ ეტაპზე, ვითარება რეგიონში სტაბილურია და გარესამყაროს მოწყვეტილ ყველა სოფელთან მისასვლელი გზების ნაწილი აღდგენილია, მოწყობილია დროებით გზებიც, ხოლო ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება ყველა სოფელში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები