დალია გრიბაუსკაიტე – ალექსანდრე ლუკაშენკოს: დიქტატორო სისხლიანი ხელებით, წადი!
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
დალია გრიბაუსკაიტე Twitter-ის გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„დიქტატორო სისხლიანი ხელებით – ლუკაშენკო, წადი ახლა. შენ შენი ბედი განსაზღვრე – ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, – დაწერა პოლიტიკოსმა.
ბელარუსში უკვე მეხუთე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვით გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა მოიპოვა.
უკვე მეხუთე დღეა, მასშტაბური აქციები მინსკის გარდა ქვეყნის დანარჩენ ქალაქებში იმართება. ხშირად დემონსტრაციები ძალოვანებთან შეტაკებით სრულდება, სპეცრაზმი სპეციალურ საშუალებებს იყენებს.
ამ დროისთვის, აქციის 6 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, ერთი პირი კი დაიღუპა.