ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გახარიამ და მისმა კაბინეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე რთული გამოწვევების მართვა სწრაფად და შედეგიანად შეუძლია

“დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება დროული და ეფექტიანი იქნებოდა. საამაყოა, რომ რაჭისადმი სტიქიით მიყენებული ძალიან მძიმე პირველადი ზიანი, პრაქტიკულად, უკვე ლიკვიდირებულია. ფართომასშტაბიანი აღდგენითი სამუშოები კი შეუჩერებლად გრძელდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს.
​„რაჭაში მომხდარი ძალიან მძიმე სტიქიური უბედურებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისადმი ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ადვილად ასახსნელია. გიორგი გახარიამ და მისმა კაბინეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე რთული გამოწვევების მართვა სწრაფად და შედეგიანად შეუძლია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება დროული და ეფექტიანი იქნებოდა. საამაყოა, რომ რაჭისადმი სტიქიით მიყენებული ძალიან მძიმე პირველადი ზიანი, პრაქტიკულად, უკვე ლიკვიდირებულია. ფართომასშტაბიანი აღდგენითი სამუშოები კი შეუჩერებლად გრძელდება. რაჭაში მცხოვრები ჩემი ნათესავებისა და მეგობრებისგან კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდი პროფესიონალიზმი, ძალისხმევა და გულისხმიერება გამოიჩინა ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაჭაში სტიქიის შედეგებს ადგილობრივებთან ერთად ებრძოდა. მადლობა და პატივისცემა ყველა მათგანს“, – აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები