13 აგვისტო ზეინაბ ბოცვაძის დაბადების დღეა
1944 წლის 13 აგვისტოს მსახიობი ზეინაბ ბოცვაძე დაიბადა. 1968 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1964 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; შეასრულა შემდეგი როლები: მაგდალენა (ფ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი”), ისმენე (ჟ. ანუის „ანტიგონე”), ოფელია და ელო (ო. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”), დედოფალი, სოფლელი გოგონა, თხა, მოტირალი (სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა”), აგრაფინა დანელია და გულიკო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე”), ნელი (ნ. წულეისკირის, გ. გეგეჭკორის „ძველი სამრეკლო”) და სხვ.
კინოფილმებში შეასრულა როლები: ფუნდუ („განძი”), ლელა („ერთი ცის ქვეშ”), მაყვალა („ჩქარი მატარებელი”), გოგონა („ცეცხლი და სიყვარული”) ფატი („პალიასტომი”), დედა („ნერგები”), ქეთევან ბარათელი („მონანიება”) და სხვ.