მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

“რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით, 2021 წლის გაზაფხულამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რაჭის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს.

პრემიერის თქმით, პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, რაჭაში სტიქია გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად. ასევე, ყველა სოფელს მიეწოდება, დღეის მდგომარეობით, როგორც წყალი, ისე – ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, საგზაო მიმართულებით განსაკუთრებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით – 2021 წლის გაზაფხულამდე”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები