აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება

“ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად, საქართველომ ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის ინსტიტუტების შექმნა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება. ბიგანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თბილისს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაშიც დაეხმარება.
„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად, საქართველომ ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის ინსტიტუტების შექმნა.
საქართველო ევრაზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ამ ამბიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს შესძენს სამხრეთის გაზის დერეფნისა და ლაპის ლაზულის დერეფნის ინიციატივების განხორციელება“, – თქვა ბიგანმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის შეუქცევადობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირი და ნატო უჭერს მხარს.
„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს აშშ-მა საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“, – აღნიშნა სტივენ ბიგანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები