თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

​15 აგვისტოს დაგეგმილ, Qatar Airways-ის თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
„მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია Qatar Airways-ის თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე – გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შემდეგი განრიგით შესრულდება: 15 აგვისტო, თბილისი – დოჰა (გაფრენა 03:10 ჩაფრენა 05:20).
​„აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგვისტოში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი იხილეთ ბმულზე – http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები