12 აგვისტო დავით წერედიანის დაბადების დღეა

მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი დავით წერედიანი დაიბადა 1937 წლის 12 აგვისტოს, აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში, მას 83 წელი შეუსრულდებოდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.
1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში; 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; 2005 წელს გამოიცა დ. წერედიანის „ანარეკლი” – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას. მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი.
2010 წელს გამოიცა პოეტური კრებული “ორიონი”; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის “დიდი” და “მცირე ანდერძის” თარგმანები; თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები.
2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

ძმები გრიმების ზღაპრები (მთარგმნელი).  თბილისი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018.
ოთხტაეპედი : სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული (მთარგმნელი). – თბილისი, „ინტელექტი“, 2012.
ფაუსტი (მთარგმნელი) // ნაწ. 1. – თბილისი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2011.
ანარეკლი : ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან (ავტორი). – თბილისი, „ნეკერი“, 2005.

გარდაიცვალა 2019 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია მახათას ახალ პნთეონში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები