„ფერიცვალებულნი“ – სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

12 აგვისტოს, 19:00 საათზე, ქუთაისში, ღია ცის ქვეშ სპექტაკლ „ფერიცვალებულნის”  წარმოდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თეატრალური კომპანია “ხვლიკის” მიერ ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, დაიდგა სპეციალურად  ღია სივრცისთვის. პიესა დაიწერა კონკრეტულად ამ პროექტისთვის.
ტექსტის ავტორები: ია კელერმანი, საბა ასლამაზიშვილი.
რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი. მხატვარი: ანდრია ვაჭრიძე.
მსახიობები: გივიკო ბარათაშვილი, ანიკო შურღაია, ლადო ვაშაკიძე, ლუკა ახალაძე, გიორგი მაქაძე.

მის: ქუთაისი, ასათიანის ქუჩის სასაფლაოზე (შესასვლელი ყვავილების მიმდებარე ტერიტორიიდან).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები