გია ვოლსკი: შაქარაშვილის საქმეში არ დარჩენილა მეტნაკლებად დამნაშავე ადამიანი, ვისაც ჯერ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ბრალეულობა არ დაუდგინდა

“ყველა ბრალდებას წერტილი დაესვა იმით, რომ ამ საქმეში მეტნაკლებად დამნაშავე ადამიანი არ დარჩენილა, ვისაც ჯერ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ბრალეულობა არ დაუდგინდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოში შეიქმნა რეალობა, როდესაც ხელისუფლება აღარ წყვეტს, ვინ დაიჭირონ.

„მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა გაიაზრა, რომ შეიძლება, უპრაგონო და ზოგიერთის მხრიდან სწორედ პოლიტიკური მიზნით გაკეთებული განცხადებებით ვინმე სხვა, მართლაც დამნაშავეების მხრიდან დაინტერესებულ ადამიანებს უწყობდნენ ხელს. ყველა ბრალდებას წერტილი დაესვა იმით, რომ ამ საქმეში არ დარჩენილა მეტნაკლებად დამნაშავე ადამიანი, ვისაც ჯერ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ბრალეულობა არ დაუდგინდა. რასაკვირველია, პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ, სასამართლო წინ არის და დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ექნება, თავისი პოზიციები წარმოადგინოს და ის ბრალდებულები დაიცვას, რომლებზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა. ეს ის რეალობაა, რაც საქართველოში შეიქმნა – ხელისუფლება აღარ წყვეტს, ვინ დაიჭირონ, ვინ აწამონ და ვინ სიცოცხლეს გამოასალმონ, როგორც ეს იმ პერიოდში იყო, როცა სახელმწიფოს ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ვინც ახლა ჟურნალისტის მიკროფონს არის ამოფარებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები