მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს

“საბოლოოდ, გამოძიებასთან ურთიერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შაქარაშვილის ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს.

“გამოძიებას ოჯახი პირველივე ეტაპზე ენდობოდა. მთელი ამ დიდი პერიოდის მანძილზე გამოძიებასთან ერთად გამოვიარეთ. საბოლოოდ, სწორედ ურთიერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს”, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

როგორც ნიკოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები