ცნობილი მეცნიერი, გრივერ ფარულავა გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ცნობილი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, გრივერ ფარულავა გარდაიცვალა.
გრივერ ფარულავა წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.
ფილოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს.
გრივერ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს.
ცნობილია მისი წიგნები: „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“, „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“  და სხვა.
„რაკი წმინდანთა – გრიგოლ ხანძთელისა თუ ათონელ მამათა – მეტრფეა, სხვაგვარად ვერც იცხოვრებდა: არც მოსვენების უფლება მიუცია თავისთვის და არც ზნეობრივი კომპრომისი თუ მიწიერი კეთილდღეობისაკენ სწრაფვა იცის, რა არის… ასე ცხოვრობს – პრინციპთა შინაგანი დაცვითა და ერთგულებით“… – წერს ფილოლოგი, ქეთევან გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები