აზერბაიჯანიდან საქართველოში 14 პირის უკანონოდ მოხვედრის მცდელობა აღიკვეთა
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ შეღწევის მცდელობა აღკვეთეს.
როგორც უწყებაში ადგილობრივ მედიას განუცხადეს, სადახლოსთან, სასაზღვრო ზონასთან ახლოს გვიან ღამით საეჭვო პირები იქნენ შემჩნეულნი, რომლებიც საქართველოში გადასვლას ცდილობდნენ.
დაკავებული 14 პირი აღსთაფის რაიონის მკვიდრია, მათგან 7 არასრულწლოვანია.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედება გრძელდება.