ჟურნალ „არქეოსპექტრის“ ახალი ნომერი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ჟურნალ „არქეოსპექტრის“ 2020 წლის მესამე ნომრის ელექტრონული ვერსია.
ჟურნალის მთავარი რუბრიკა -„არქრეოსპექტრის ქრონიკა“ მკითხველს აცნობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირეტორის, ნიკოლოზ ანთიძის ექვსწლიანი მოღვაწეობის შედეგებს;
ჟურნალში გამოქვეყნებულია ინტერვიუ არქეოლოგ ვახტანგ ჯაფარიძესთან;
„არქეოლოგიური დაიჯესტი“ მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დაფინანსებული არქეოლოგიური ექსპედიციების დინამიკასა და შედეგებს; მკითხველი გაეცნობა: ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას ობსიდიანზე ჩატარებული გეოქიმიური ანალიზის მიხედვით (გურამ ჩხატარაშვილი); სტატიებს ძველი კოლხური ნამოსახლარის შესახებ აბაშის რაიონიდან (ლერი ჯიბლაძე, ბიძინა მურვანიძე, ნიკოლოზ ჩუბინიშვილი); აგრეთვე, წალკის პეტროგლიფების წარსულსა და თანამედროვეობაზე (ზურაბ გიორგაძე, თამარ ნინიაშვილი); თვალსაზრისს ეპიდემიებსა და უძველეს გენეტიკურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით (ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი);
ჟურნალში მიმოხილულია საირხის ძეგლის საეტაპო მნიშვნელობა (ზურაბ ბრაგვაძე),  გრემისა და უჯარმის შესახებ წერილები, გამოქვეყნებულია განსხვავებული მოსაზრებები, იდეები და წინადადებები; ახალგაზრდა სპეციალისტის, ლანა ჩოლოგაურის ნააზრევი დიონისეს გამოსახულებებთან დაკავშირებით ამიერკავკასიიდან (ქ.წ. IV – ქ.შ. IV სს.); ბორის კუფტინის მიერ 1946 წელს აფხაზეთსა და საჩხერეში მუშაობის დროს წარმოებული საველე დღიურები და სხვ. სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, „არქეოსპეტრის“ მესამე ნომერი მიეძღვნა ღვაწლმოსილი მეცნიერის, ოთარ ჯაფარიძის ხსოვნას.
ცნობისათავის: ჟურნალი „არქეოსპექტრი“ დააარსა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია: https://www.heritagesites.ge/uploads/files/Archaeospectrum3.pdf?fbclid=IwAR27KcA7_8Q_nVd54SIVfg8j-0ePOzEIU8u22vf9g5x6xrDK-mTkEhv-G7A

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები