ჯიბსონ ხუნდაძე – „დიდი ღამე“

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევარს – „დიდ ღამეს“ აქვეყნებს.  ნახატი შესრულებულია 1997 წელს.
„დიდი ზომის ფერწერული ტილო მონუმენტურობის და მოზაიკური პანოს შეგრძნებას იწვევს. კუთხოვანი და ამორფული ფორმების აბსტრაქტული ქსოვილი ბუნდოვანია, რთულია მასთან ასოციაციების პოვნა, თუმცა მხატვარი სათაურით აკონკრეტებს სათქმელს და ვხვდებით „დიდი ღამის“ საიდუმლოებას.
ტილოზე არ ფიგურირებს ადამიანი, გარემო, ნივთები, მხოლოდ წრიული მოძრაობა და მუქი ფერის გაურკვეველი ფორმებია. შესაძლოა, გამოსახული იყოს ქალაქის ზედხედი ღამით ან თვალი, რომელიც ღამის ქალაქს აკვირდება. ქალაქის პანორამა ძალიან ჰგავს დრონის თვალით დანახულ კადრს. სურათის ნებისმიერი რაკურსიდან აღიქმება წრიული მოძრაობა. ქალაქი, ადამიანები, დამკვირვებლები, ავტორიც კი თითქოს ამ ვიზუალური წრის ირგვლივ მოძრაობენ და მასში იკარგებიან“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯიბსონ ხუნდაძე – „დიდი ღამე“, 1997. ტილო, ზეთი.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები