ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომი არის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენ ღირსეულ ხალხს

“ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი არის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა  თელავში, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად დაკარგა ქვეყანამ ტერიტორიები.

“ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი არის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ათიათასობით დევნილი მოსახლეობა, 99-ზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ის მებრძოლებიც გაიხსენა, რომლებიც კახეთის რეგიონმა აგვისტოს ომში დაკარგა.

“ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები-პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები-ნოზაძე, ბაალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი, და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე. კახეთი სწორედ ამ გმირი ვაჟკაცების კუთხეა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები