მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ერთზე ინფიცირების წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროებს ასახელებს.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთზე ინფიცირების წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.
“კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 261 ადამიანი მკურნალობს.
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან – ერთის გაჩიანის წყაროა, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია. 5 შემოტანილი ანუ იმპორტირებულია, ერთი აფხაზეთიდან გამოყვანილია, ერთზე ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით.
ჩვენს ცენტრში 27 პაციენტი მკურნალობს. ორი მძიმე პაციენტი გვყავს, თან არსებული დაავადებების გათვალისწინებით, დანარჩენი პაციენტები საშუალო სიმძიმისაა, ზოგი საშუალოზე მსუბუქია”,- განაცხადა ეზუგბაიამ.