„არცთუ სასიამოვნო ამბების ფონზე ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო“

არცთუ სასიამოვნო ამბების ფონზე ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს ფეისბუქის გვერდზე.
„გუშინდელი არცთუ სასიამოვნო ამბების ფონზე ახალქალაქის ოთხივე სოფელში – ხორენია, ალსატანი, გოკიო, ვარევანი – პატარა ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ. მალე სხვა ოთხ სოფელსაც ვესტუმრებით და ნოემბრის ბოლოს ამ რაიონის ყველა სოფლის სკოლაში ჩვენი კვალი იქნება. წიგნი კვალი.
მეგზური კვლავაც შესანიშნავი მექართულე და კარგი პროფესიონალი – ტერეზა ჩივჩიანი გახლდათ“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები