„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება.

მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

დღესვე, 14:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები