ფონიჭალაში ერთ წლამდე ბავშვი მე – 14 სართულიდან გადავარდა

თბილისში, ფონიჭალაში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა. მომხდარის შედეგად ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები