ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ სკვერში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და 12 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამაღლების სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა ნიკოლოზმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები