პრეზიდენტმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში, დროშის დაშვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
პრეზიდენტის სასახლის ეზოში დროშის დაშვების ცერემონია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის 6 აგვისტოს განკარგულების შესაბამისად განხორციელდა.