ავიაკომპანია – LOT Polish Airlines-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

პოლონური ავიაკომპანია – LOT Polish Airlines-ი 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
– 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25);
– 15 აგვისტო, თბილისი – ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);
​ცნობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა.
ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები