სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 15 334 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 087 082 ლარი შეადგინა
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადის განთავისუფლდებიან.
“დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლისსამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 15 334 აბონენტი. ბენეფიციართადლ დანაზოგმა 2 087 082 ლარიშეადგინა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება”, – ნათქვამია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციაში.