კახეთში მესამე დღეა, 90 წლამდე მამაკაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მკვიდრს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, 90 წლამდე მამაკაცი სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და  აღარ დაბრუნებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 23 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები