მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო კი ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდევა ეპიდემიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

ჩვენს ცენტრში 38 შემთხვევა იყო, გუშინ გამოჯანრთელდა ექვსი. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვყავს 32 დადასტურებული შემთხვევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები