„ხევსურეთი და ხევსურები ქართულ პოეზიაში” – პოეტური კრებულის წარდგენა ბარისახოში

8 აგვისტოს, 16 საათზე, ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში, ღია ცისქვეშ, გაიმართება პოეტური კრებულის – „ხევსურეთი და ხევსურები ქართულ პოეზიაში” წარდგენა.
წიგნი დაიბეჭდა ელგუჯა ჩქარეულის მხარდაჭერით, გამომცემლობა ,,კალმოსანში”.
იდეის ავტორები არიან: გიორგი გოგოლაძე და მაია ცისკარაული.
გარეკანზე გამოყენებულია ბუბა არაბულის ნახატი.
„პოეტური კრებული საგამომცემლო ჯგუფის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული შემკრებლობითი მუშაობის შედეგია. მასში თავმოყრილია თითქმის ყველა ქართველი პოეტის ყველა ღირებული სტრიქონი, რაც კი ოდესმე ხევსურეთისა და ხევსურებისადმი მიუძღვნიათ.
ვფიქრობთ, იგი დაუვიწყარი საჩუქარი იქნება მრავალრიცხოვანი მკითხველისათვის“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები