“გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორე დაშავებულის – სტაბილური. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, 62 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა მამაკაცი 62 წლის, რომელიც შემოყვანისთანავე იქნა გადაყვანილი მართვით სუნთქვაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით პოლიტრავმის რეჟიმში ვერიფიცრდა თავის ტვინი დაჟეჟილობა. ქალა-ფუძის მოტეხილობა. გულმკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მეორე პაციენტი 65 მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება მსუბუქი ტვინის შერყევა მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”,- განაცხადა ექიმმა გიორგი ბარაბაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები