სალომე ზურაბიშვილი:  მადლობა ყველას! ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, 8 ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,მინდა გამოვეხმაურო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა იმ ქვყენას, ვინც ეს განცხადება მიიღო გაეროში, ან ცალკე ,,ტვიტერზე“ გამოგვეხმაურა; ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.
მადლობა ყველას! ეს იმის ნიშანია, რომ არც ჩვენ და არც მსოფლიო ამას არ ეგუება და მსოფლიო საქართველოს გვერდით დგას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მოვძებნოთ ის გზები, რომლებიც გააერთიანებს საქართველოს და რომლებიც ამ ყველაფერს ისტორიის ფურცლებზე გადაიტანს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები