საგარეჯოს მერის მოადგილემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ალექსი გილაშვილმა სოფელ ხაშმსა და პატარძეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე მოინახულა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
 სოფელ ხაშმში, დასასვენებელოი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
– სოფელ პატარძეულში პირველი ბაღის რეაბილკიტაცია-რეკონსტრუქციისა და ცენტრალური გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
– ჯიღაურების უბანში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები შუა ფაზაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები