ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში 70 ოჯახს წყალმომარაგება აღუდგა

ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში რობაქიძეების უბნის 70 ოჯახს წყალმომარაგება აღუდგა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ  ფრიდონ კუტალაძესა და დეპუტატ  გიორგი ბარათაშვილთან ერთად რეაბილიტირებული სისტემა, წყალსაცავი, წყლის საქაჩი ტუმბო ადგილზე დაათვალიერა და ერთერთ ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვა.

ოჯახის დიასახლისმა, უბნის მაცხოვრებლების სახელით, ლაშა გოგიაშვილს მათი პრობლემის გულთან მიტანისა და ოპერატიულად მოგვარებისათვის მადლობა გადაუხადა.

თერჯოლის მერიის ინფორმაციით, უბანში წყალმომარაგებაში არსებული პრობლემის მოგვარების შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელს მოქალაქეებმა სთხოვეს. ლაშა გოგიაშვილმა შეხვედრის დროს მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე მოქალაქეებთან ერთად დაეთვალიერებინა, შეესწავლა და პირად კონტროლზე აეყვანა საკითხი.

მათივე ცნობით, უბანში გასულ წელს მოსახლეობისათვის წყლის სისტემის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა, რომელიც დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა.  დღეს კი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით პრობლემა აღმოფხვრილია და რობაქიძეების უბანში 70 ოჯახს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები