ფოთში ახალგაზრდა გოგოს საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს 24-საათიან რეჟიმში ეძებს. ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვისა და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხდება ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 4 აგვისტოს ღამე შემოვიდა, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა მაშველთა ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები