ამირან გამყრელიძე: ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა, შეიძლება ითქვას, რომ გამოცდა კარგად ჩავაბარეთ

“პირველი შემთხვევა იყო და ჩვენც გამოცდილებას ვიღებდით, პანდემიის პირობებში როგორ ჩატარებულიყო ერთიანი ერონული გამოცდები და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით ჩავაბარეთ ჩვენც ეს გამოცდა, ინფექციის გავრცელება არ გვქონია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებზე საზოგადოების თავშეყრა იყო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესებულა.

„ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა ახალგაზრდობის. ძალიან კარგი პარტნიორობა იყო განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებისა და  დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დიდი ხნით ადრე იყო სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომელმაც განათლების ეროვნულ ცენტრთან ერთად დეტალურად გაწერა ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მშვიდ ვითარებაში ეროვნული გამოცდები, რომ მაქსიმალურად დაგვეზღვია ეპიდსიტუაციის გაუარესება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ ერთობლივად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სექტორმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები