ბეირუთის პორტში ხანძრის ჩაქრობის დროს, სულ მცირე, ათი მეხანძრე-მაშველი დაიკარგა
ბეირუთის გუბერნატორის, მარვან აბუდის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის დროს, სულ მცირე, 10 მეხანძრე-მაშველია დაკარგული.
მისი მონაცემით, მეხანძრეები პორტისკენ ორი მანქანით გაემგზავრნენ, მათ ასევე სასწრაფო დახმარების სამი მანქანა ახლდა.
თავის მხრივ, ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამედ ჰასანმა განაცხადა, რომ უწყებაში უამრავი ზარი შედის მოქალაქეებისგან, რომლებიც ახლობლებს ვერ პოულობენ. ბეირუთის პორტში ხანძარი ამ დრომდე ლიკვიდირებული არ არის.
4 აგვისტოს ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ათასზე მეტი დაშავდა.
5 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა, ხოლო მომდევნო ორი კვირით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმოქმედებს.