ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პურის ფქვილის მარაგი გაიგზავნა 

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დატბორილ სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც“ რეგიონულ კვირას“ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის პრესსამსახურში განუცხადეს, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, სოფლებში – ხიდეშლებსა და მაჟიეთში ექიმი შეიყვანეს და პაციენტებმა სათანადო კონსულტაცია მიიღეს.

„სტიქიისგან დატბორილი სახლების დასუფთავება აქტიურად მიმდინარეობს, რაშიც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამაშველო სამსახურები არიან ჩართულნი. დილით სოფლებში – ჭიორა და გლოლა პურის ფქვილის მარაგი გაიგზავნა  თითოეული ოჯახი ამ ეტაპისთვის ერთ ტომარა პურის ფქვილს მიიღებს. ასევე, ველოდებით სოფელ ღების მარაგს – 186 ტომარა ფქვილს, რომელსაც მიღებისთანავე დავარიგებთ”, – განაცხადეს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში.

საკვები პროდუქტების დარიგებაში აქტიურადა არიან ჩართულნი საზოგადოება „წითელი ჯვრის“ მოხალისეები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რაჭაში ღვარცოფმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რეგიონს. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი, დაახლოებით, 50 მილიონ ლარს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები