„საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ, საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა „ამერიკის ხმის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ.
მისი თქმით, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.
„საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი ისევე, როგორც უკრაინელებსა და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია, დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია.
ის უნდა შეკავდეს. ამის გამო, ვფიქრობ, რომ გერმანიიდან ჯარის [ნაწილის] გაყვანა და მათი უფრო აღმოსავლეთით განთავსება კარგი იდეაა. სიმართლე ისაა, თუნდაც საბჭოთა კავშირის შესაკავებლად მხოლოდ იმაზე არასოდეს ვყოფილვართ დამოკიდებული, რას ამბობს პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. მწამს, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ნატო-ში შეკავებისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის [საფრთხის] წინაშე არიან“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რუსეთში ბევრი ადამიანია, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს. ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ. „იმას მოცემულობად არ მივიღებდი, რომ ის შეიძლება იმდენ ხანს დარჩეს [პრეზიდენტად] რამდენ ხანსაც თვითონ ისურვებდა. ასეთი რეჟიმები უფრო მყიფეა.“