საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება.

უწყების ცნობით, დღეს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე დარეგისტრირებული 250-მდე რეკრუტი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გამოცხადდა.

განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ და სამხედრო ცხოვრების პირველი ეტაპის გავლას გაუმჯობესებულ იფრასტრუქტურულ პირობებში შეძლებენ.

“ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირების, თერმოსკრინინგისა და შესაბამისი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, რეკრუტები დღესვე საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მათ უფროსი სერჟანტი, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა.

ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, რეკრუტები ჯგუფებში გადანაწილდნენ.

პირველ ეტაპზე, მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ კი რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები