ანრი ოხანაშვილი: საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დგამს ერთობლივ ნაბიჯებს, რათა ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებს ებრძოლოს

“ჩვენ ვართ ფხიზლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც ამ საფრთხეების წინააღმდეგ იქნება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის კომენტარს.

ოხანაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დგამს ერთობლივ ნაბიჯებს, რათა ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებს ებრძოლოს.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ერთობლივი ნაბიჯებით, ღონისძიებებით, შეთანხმებული პოლიტიკით წინააღმდეგობა გავუწიოთ და ვებრძოლოთ იმ მომდინარე საფრთხეებს, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დიდი კონტრიბუცია შეგვაქვს ნატო-ს მისიაში. ჩვენ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების და ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, გამოწვევა, ნომერ პირველი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებით, არახელსაყრელი საერთაშორისო გარემოებების მიუხედავად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები